top of page
About: Section Title

ჩვენ შესახებ

ა.ა.ი.პ "ჩვენი სკოლა" ვანო სარაჯიშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიასთან თანაარსებობაში მყოფი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის უმთავრეს სასწავლო-სააღმზრდელო პრინციპებს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა და კონსტრუქტივისტულ მეთოდოლოგიურ მიდგომებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის წარმართვა წარმოადგენს. სკოლის უნიკალურობას განსაზღვრავს ისიც, რომ ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები სწავლობენ. ვფიქრობთ, განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, განვითარება და ადრეული ასაკიდან მათი პროფესიული ორიენტაცია მნიშვნელოვანი შენატანია საზოგადოების განვითარების საქმეში, რომელსაც ჩვენი სკოლა და სამუსიკო სემინარია ერთად ახორციელებს.

სწავლება სკოლასა და სემინარიაში ურთიერთთავსებადი ცხრილით ხორციელდება, რაც ზოგავს ბავშვების დროს და ხელს უწყობს როგორც ზოგადი განათლების, ისე სამუსიკო ხელოვნების საგნების სწავლის შედეგებზე თანაბარი მაღალი ხარისხით გასვლას. სკოლაში დანერგილი მოსწავლეზე   ორიენტირებული სასწავლო პროცესი განაპირობებს იმ საბაზისო ცოდნის შეძენასა და უნარ - ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც სავსებით უზრუნველყოფს ჩვენი კურსდამთავრებულის არა მხოლოდ უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო მიმართულებით სწავლის გაგრძელების, არამედ ნებისმიერი სხვა პროფილით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.

დებულება

შიანაგანაწესი

შეფასების პრინციპი

სტრუქტურა

შინაგანაწესში შესული ცვლილება

bottom of page