top of page
About: Section Title

 ა(ა)იპ "ჩვენი სკოლა" მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიასთან თანაარსებობაში მყოფი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის უმთავრეს სასწავლო-სააღმზრდელო პრინციპებს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა და კონსტრუქტივისტულ მეთოდოლოგიურ მიდგომებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის წარმართვა წარმოადგენს. სკოლის უნიკალურობას განსაზღვრავს ისიც, რომ ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები სწავლობენ. ვფიქრობთ, განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, განვითარება და ადრეული ასაკიდან მათი პროფესიული ორიენტაცია მნიშვნელოვანი შენატანია საზოგადოების განვითარების საქმეში, რომელსაც ჩვენი სკოლა და სამუსიკო სემინარია ერთად ახორციელებს.

 სწავლება სკოლასა და სემინარიაში ურთიერთთავსებადი ცხრილით ხორციელდება, რაც ზოგავს ბავშვების დროს და ხელს უწყობს როგორც ზოგადი განათლების, ისე სამუსიკო ხელოვნების საგნების სწავლის შედეგებზე თანაბარი მაღალი ხარისხით გასვლას. სკოლაში დანერგილი მოსწავლეზე   ორიენტირებული სასწავლო პროცესი განაპირობებს იმ საბაზისო ცოდნის შეძენასა და უნარ - ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც სავსებით უზრუნველყოფს ჩვენი კურსდამთავრებულის არა მხოლოდ უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო მიმართულებით სწავლის გაგრძელების, არამედ ნებისმიერი სხვა პროფილით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. 

20240916_110641
20231227_114437
Messenger_creation_7137836530483935555
20240529_120401_edited
image00036
20240207_135705
20190916_112127
IMG_8361
49038013_2476514739032639_17296670905514
1 (34)

ტელ: 2 95 30 53 / 2 94 25 40

გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა # 42

  • facebook

        საიტზე მიმდინარეობს                    ინფორმაციის განახლება!

©2020 ჩვენი სკოლა

bottom of page