top of page
Search


✨🎄ჩვენი III კლასის მოსწავლეები შუაგულს ესტუმრნენ, სადაც ნამდვილ ჯადოსნურ საახალწლო თავგადასავალში აღმოჩნდნენ.
🍪 ბავშვებმა ჯინჯერის ორცხობილები გამოაცხვეს და საკუთარი ფანტაზიით მორთეს. 🎍 შექმნეს ფერადი და ორიგინალური საახალწლო ხელნაკეთი ნივთები. 🐰🐇 ეკოფერმაში ცხოველები და ფრინველები გამოკვებეს. 🎅✨ და, რა თქმა უნდა, შეხვდნენ სანტას, რომელმაც საინტერესო და შემეცნებითი პროგრამით უმასპინძლა მათ. 🏅📜ბოლოს კი, ეკოტურში წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელები მიიღეს.
Chveni Skola
Mar 21 min read


🎶🎄ჩვენი სკოლის I და II კლასის მოსწავლეების საშობაო წარმოდგენა - ,,შობა გათენებულაო".
✨️🎤🎁პატარა მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენაზე შეასრულეს საშობაო სიმღერები, იცეკვეს, მოგვილოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და საახალწლო საჩუქრებიც მიიღეს. 👩🏫მასწავლებლები: მარინა გოგავა, თიკო ქუმსიაშვილი, ანუკა ნუცუბიძე, თიკო გობრონიძე. 🎹მუსიკალური გააფორმება- მანანა ბალამწარაშვილი.
Chveni Skola
Mar 21 min read


🎄✂️ჩვენი სკოლის VI კლასელებს სადღესასწაულო ხელოვნების გაკვეთილი ჩაუტარდათ- მასტერკლასი საახალწლო სათამაშოების დამზადებაში
🎨✨მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ფერადი და ორიგინალური საახალწლო სათამაშოები
Chveni Skola
Mar 21 min read


📚✨ I და II კლასის მოსწავლეებმა თბილისის ისტორიის მუზეუმი- ქარვასლა მოინახულეს.
მათ საინტერესო ისტორიები მოისმინეს თბილისის შესახებ. როდის და როგორ დაარსდა ჩვენი დედაქალაქი და როგორ იცვლებოდა ის დროთა განმავლობაში. 📖 მოსწავლეები ბევრ ახალ და მნიშვნელოვან ისტორიულ ინფორმაციას გაეცნენ.
Chveni Skola
Mar 21 min read


📚✨ ჩვენი მესამე კლასელები სახელოსნო "ლიპარტს" სტუმრობდნენ, ადგილს, სადაც მინიატურული ხელნაკეთი წიგნების ვორქშოფები ტარდება.
✂️📖 ბავშვებმა ისწავლეს მინიატურული წიგნების შექმნა, მუშაობის პროცესი კი მათთვის სახალისო და შთამბეჭდავი იყო.
Chveni Skola
Mar 21 min read


📚✨ ჩვენს უმცროსკლასელებს განსაკუთრებული სტუმარი ეწვიათ- საბავშვო მწერალი თეა ლომაძე.
📖 ბავშვებმა მწერალთნ ერთად განიხილეს მისი წიგნი „წერილი ბოთლში“ , ისაუბრეს სიუჟეტზე, პერსონაჟებზე და იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებზეც წიგნშია მოთხრობილი. ❓✍️ მოსწავლეებმა ავტორს უამრავი კითხვა დაუსვეს, როგორ იბადება იდეა, როგორ იქმნება ნაწარმოები, რა უდევს საფუძვლად თითოეულ ისტორიას. ✨ ✒️ ბოლოს, პატარა მკითხველებმა ავტორისგან ავტოგრაფებიც მიიღეს.
Chveni Skola
Mar 21 min read


🌱 მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის ბუნების პრაქტიკული გაკვეთილი სკოლის ეზოში ჩატარდა.
👩🏫🪴ბუნების პედაგოგთან და სკოლის მებაღე ბატონ სერგო წილოსანთან ერთად გაკვეთილი გაიმართა თემაზე - მცენარის ნაწილები. 🌼 ბავშვებმა დარგეს ყვავილოვანი მცენარეების ბოლქვები, რომლებიც გაზაფხულზე აყვავდება. ♻️ ასევე გაეცნენ კომპოსტის დამზადების პროცესს და ისწავლეს, როგორ ხდება ნიადაგის განოყიერება მზა კომპოსტით.
Chveni Skola
Mar 21 min read


🎭🎨🎶 ჩვენს სკოლაში სიახლეა- ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები გვსტუმრობენ და მოსწავლეებს თავიანთ სფეროზე უამბობენ.
🎯მიზანია, ბავშვებმა ხელოვნება სხვადასხვა კუთხით დაინახონ და გაიგონ, როგორ უკავშირდება ერთი დარგი მეორეს. 📽🎞ჩვენი პირველი სტუმარი იყო რეჟისორი და სცენარისტი დავით გუჯაბიძე. 🎬✨ბატონმა დავითმა ბავშვებს უამბო კინოს დაბადების ისტორია -როგორ დაიწყო ყველაფერი ფოტოგრაფიით, როგორ ამოძრავდა პირველი სურათები და როგორ იქცა ხელოვნებად, რომელსაც დღეს კინო ჰქვია. ✨ წინ, კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველის!
Chveni Skola
Mar 21 min read


⚽️ ჩვენი სკოლის ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი ღონისძიება ფეხბურთის ტურნირია!
💪⚡️ეს დღე ყველას განსაკუთრებულად უყვარს, რადგან მასში მონაწილეობენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და მშობლები 🏆🎊 ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ოთო ლითანიშვილი, ხოლო საუკეთესო ბომბარდირად, ლევან ტუღუში!
Chveni Skola
Mar 21 min read


💫 ჩვენი IV და V კლასელების საინტერესო დღე ექსპერიმენტორიუმში
მოსწავლეებმა მეცნიერების სამყაროში იმოგზაურეს, იხილეს როგორ გამოიყენება ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია რეალურ ცხოვრებაში. შემდეგ კი, თავადაც მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ექსპერიმენტში.
Chveni Skola
Mar 21 min read


🌟ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა სახალისო და შემეცნებითი დღე გაატარეს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე!
🚀💡📚 მათ ნახეს მრავალფეროვანი სამეცნიერო ექსპერიმენტები . მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით თამაშებში, სადაც სიგელები და საჩუქრები დაიმსახურეს. გაეცნენ გარემოსდაცვით თემებს მხიარულ ფორმატში. იხილეს ახალი ტექნოლოგიური აღმოჩენები. ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ბავშვებისათვის ერთდროულად სახალისოა და სავსეა აღმოჩენებით
Chveni Skola
Mar 21 min read


✨🎒 უფროსკლასელების ექსკურსია
⚜️⛪️🏰 მოსწავლეებმა მოინახულეს ერთაწმინდის ტაძარი - XIII საუკუნის პირველი ნახევრის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა, ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსში მდებარე კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია და უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება. 📜 🔍🎶⚽️🤸♀️ისინი გაეცნენ უძველესი ძეგლების ისტორიას, იმღერეს , ითამაშეს და შთაბეჭდილებებით სავსე, მხიარული დღე გაატარეს.
Chveni Skola
Mar 21 min read


🚀🌀სახალისო, ინტერაქციული და განსხვავებული დღე — ილუზიების მუზეუმში!
✨🔮ჩვენი მე-3 კლასელები აღმოჩნდნენ სამყაროში, სადაც არაფერია ისე, როგორც ჩანს. 🔍🎭 🧩ოპტიკური ილუზიები, ვიზუალური ხრიკები და საინტერესო ექსპერიმენტები ბავშვებისთვის ნამდვილ თავგადასავლად იქცა.
Chveni Skola
Mar 21 min read


Chveni Skola
Mar 20 min read


♟️ჩვენს სკოლაში ჭადრაკის გაზაფხულის სეზონის ტურნირი ჩატარდა
🏆 ტურნირი დაძაბულ და კონკურენტულ გარემოში გაიმართა, სავსე იყო საინტერესო შეხვედრებით და ღირსეული გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. 🥇...
Chveni Skola
Jun 21, 20251 min read


🎉🥇ჩვენმა მეორე კლასის მოსწავლეებმა ეკოლოგოსის ონლაინ ინტელექტუალური შეჯიბრის პირველ და მეორე ტურში გაიმარჯვეს.
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობას.
Chveni Skola
Jun 21, 20251 min read


🎨✨ ჩვენი სკოლის მეორე კლასელებმა კერამიკის ჯადოსნური სახელოსნო „ნამკი“ მოინახულეს!
🧡👩🏫 სიხარულით ეწვივნენ ყოფილ, საყვარელ მასწავლებელს, რომელმაც თიხასთან მუშაობის პატარა საიდუმლოებები გაუმხილა. 👐 ბავშვებმა თავად...
Chveni Skola
Jun 21, 20251 min read


🏆 დიდი სიხარულით გიზიარებთ ჩვენი მოსწავლის წარმატებას სპორტში.
🥋 რომა ფარულავამ საქართველოს კიოკუშინის ფედერაციის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა! 🥇 👦✨ ჩვენ გვჯერა, რომ...
Chveni Skola
Jun 21, 20251 min read


Chveni Skola
Jun 21, 20250 min read
Blog: Blog2
bottom of page


