top of page

მოსწავლეებზე ორიენტირებული გარემო

About: Section Title
IMG_1074.JPG

კომფორტული გარემო

სკოლასა და სამუსიკო სემინარიაში შექმნილია კომფორტული გარემო, გამართულია ინფრასტრუქტურა.

About: Team Members

მოსწავლეებზე ორიენტირებული გარემო

სკოლისთვის პრიორიტეტია თემთან ეფექტიანი უკუკავშირი, მშობელთა ჩართულობის მაღალი  ხარისხი. თითოეული მოსწავლის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს მცირერიცხოვანი საკლასო ჯგუფები - სკოლის თითოეულ კლასში 12 - 16 მოსწავლეა.

სკოლაში ასევე ფუნქციონირებს გახანგრძლივებული დღის კლასები.

მოსწავლეთა უსაფრთხოება სკოლის ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შენობის პერიმეტრი აღჭურვილია უსაფრთხოების სათვალთვალო კამერებით. სკოლასა და სემინარიას ემსახურება ხუთი თანამშრომელი, რომელთა მოვალეობა უსაფრთხოების მუდმივი მონიტორინგი  და ადმინისტრაციასთან ეფექტიანი კომუნიკაციაა. ადმინისტრაციისა თუ დირექციის მხრიდან აღნიშნული პროცესის კოორდინირებული მართვის შედეგად, სკოლასა და სემინარიაში უზრუნველყოფილია სასწავლო პროცესის და, ზოგადად, სკოლაში მყოფი ყველა პირის უსაფრთხოება.

About: Headliner
About: Headliner
IMG_20231002_092138_edit_85006763358903
IMG_20231002_095129_edit_84521627909498
1 (30)
IMG_20231002_092354_edit_84964989368805
20240529_115044
IMG_8327
20231228_111417
1 (23)
1 (33)
1 (31)
1 (56)
About: Photo Gallery

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

სკოლა უზრუნველყოფილია სახელმწიფოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა ეფუძნება მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების პრინციპების დაცვას. განთავსებულია კეთილმოწყობილ, სამსართულიან შენობაში, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩაზე. სკოლასა და სემინარიას აქვს დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზები, რომლებშიც ტარდება დახურული და ღია კონცერტები, მუსიკალური და ზოგადი საგნებისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები, თემატური საღამოები, შეხვედრა-კონცერტები, კონსერვატორიის პედაგოგებისა და უცხოელი მუსიკოსების მასტერკლასები.

სკოლას ასევე აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, ვიდეო და აუდიოთეკა - კონცერტების, საოპერო დადგმების უნიკალური ჩანაწერებით.

ტელ: 2 95 30 53 / 2 94 25 40

გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა # 42

  • facebook

        საიტზე მიმდინარეობს                    ინფორმაციის განახლება!

©2020 ჩვენი სკოლა

bottom of page