top of page

                                               მისია

ა(ა)იპ „ჩვენი სკოლა“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიასთან თანაარსებობს. აქედან გამომდინარე „ჩვენი სკოლის“ მისია ზოგადი და მუსიკალური საგნების ერთობლივი, შეთანხმებული სწავლებაა. ჩვენი მიზანია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ეფექტურად წარვმართოთ სწავლა-სწავლების პროცესი და უზრუნველვყოთ ზოგადი და მუსიკალური საგნების საფუძვლიანი სწავლება.

ასევე, ჩვენ მიზნად ვისახავთ მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ არა მხოლოდ აკადემიური კუთხით ჩამოყალიბებულ ინდივიდებად, არამედ კრეატიულად მოაზროვნე, ემოციური ინტელექტისა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად, რომელთაც თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად სრული მზაობა ექნებათ.

1 (41).jpg
1 (41).jpg

ხედვა

 გამორჩეული მუსიკალური ნიჭის მქონე ბავშვებისათვის მაქსიმალურად ინტეგრირებული სასწავლო გარემოს შექმნით  ხელი შევუწყოთ თითოეული მოსწავლის ნიჭისა და უნარის გამოვლენას, როგორც მუსიკის, ისე ზოგადი განათლების მიმართულებით. სკოლის კურსდამთავრებულები შეძლებენ უმაღლესი სამუსიკო განათლების მიმართულებით მოიპოვონ წარმატება, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორსო დონეზე. მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ ისეთ პიროვნებებად, რომლებიც შეიძენენ ცოდნას და განივითარებენ ემპათიისა და ტოლერანტობის გრძნობას. ეს ყოველივე დაეხმარება მათ, მოემზადონ თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებისათვის.

ღირებულებები

თანამშრომლობა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა. ჩვენი მუშაობა ეფუძნება ორი სკოლის ჰარმონიულ შეთანხმებას,სიახლეების დანერგვას, საკითხების ერთობლივ განხილვას. ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. ეს ღირებულება ხელს უწყობს კულტურას, სადაც გუნდური მუშაობა, ღია კომუნიკაცია და საერთო მიზნები განაპირობებს ჩვენს წარმატებას..

გამჭვირვალობა "ჩვენს სკოლაში" ფუნდამენტური ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანი, ხედვა და ღირებულებები  ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისათვის. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ ღია ჩვენი მუშაობის ყველა ასპექტში, უზრუნველვყოთ მკაფიო და საჯარო კომუნიკაცია სკოლის საქმიანობის, გადაწყვეტილებებისა და პროგრესის შესახებ.

 

ობიექტურობა „ჩვენი სკოლის“ ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. შეფასებები ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შემფასებლის სუბიექტურობას,სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შედეგებზე დაყრდნობით ვგეგმავთ სამომავლო განვითარების ინოვაციურ გზას.

20240130_115152.jpg

ტელ: 2 95 30 53 / 2 94 25 40

გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა # 42

  • facebook

        საიტზე მიმდინარეობს                    ინფორმაციის განახლება!

©2020 ჩვენი სკოლა

bottom of page