top of page

ა(ა)იპ ჩვენი სკოლის მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის,  სტატუსის შეჩერების/აღდგენისა და შეწყვეტის წესი

მოსწავლის  სტატუსის მოპოვება - პირველ კლასში ჩარიცხვა

1. სკოლის პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.  პირველ კლასში მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში;

2. ვინაიდან ა(ა)იპ „ჩვენი სკოლის“ დაარსების იდეაა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორის სამუსიკო სემინარიასთან თანაარსებობის პირობებში აღზარდოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები, სკოლაში, მათ შორის პირველ კლასში, მიიღებიან მხოლოდ სემინარიის საგამოცდო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები.

3. სემინარიის საგამოცდო კომისიის მიერ გაცემული დადებითი შეფასების საფუძველზე, პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;                                                                                                                       

  2. ბავშვის  ფოტოსურათი (3X4);                                                                                                                            

  3. ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  4. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;  

  5. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრების შესახებ;

  6. სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

  7. ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში);

  8. მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, განცხადებას აგრეთვე უნდა  დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

5.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციისა და ჩარიცხვის ვადების გასვლის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს მოსწავლის პირველ კლასში განსხვავებულ ვადებში ჩარიცხვა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში. რესურსცენტრის თანხმობით მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემებს და შესაბამის ბრძანებას სკოლა ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

6. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება უარი ეთქვას ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აჭარბებს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კლასში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას.

7. სასწავლო წლის დაწყებამდე, ჩარიცხული მოსწავლეების გათვალისწინებით პირველი კლასების დაკომპლექტება (მოსწავლეების გადანაწილება) ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

8. სკოლაში მოსწავლის რეგისტრაციისას მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.

9. სკოლაში მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება პირადი საქმე.

​                                         მიღება სამუსიკო სემინარიაში

 მოსწავლეთა მიღება ხდება მოსამზადებელი  კლასიდან მეათე კლასის ჩათვლით  შემდეგ  განყოფილებებზე: 

  •   სიმებიანი,  ჩასაბერი, საორკესტრო- ინტენსიური, საკომპოზიციო, საგუნდო-სადირიჟრო და თეორიული.

  • სემინარიის მოსამზადებელ და პირველ კლასში   მიიღებიან 6-7 წლის ბავშვები; გამოცდაზე შემოწმდება  მუსიკალური სმენა, რიტმი და მეხსიერება.

  • II-X   კლასებში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით  გაივლიან გამოცდას სპეციალობასა და თეორიულ საგნებში კლასის შესაბამისი პროგრამით.

  • საკომპოზიციო, საგუნდო-სადირიჟორო და თეორიულ განყოფილებაზე მოსწავლეები მიიღებიან VII -X   კლასებში. გამოცდაზე მოსწავლეს მოეთხოვება  კლასის შესაბამისი  პროგრამის ცოდნა  თეორიულ საგნებში,  მუსლიტერატურასა და ფორტეპიანოში.

  • საორკესტრო  ჩასაბერი ინტენსიური სწავლების განყოფილებაზე მიიღებიან მუსიკალური განათლების არმქონე მოსწავლეები  მუსიკალური მონაცემების შემოწმების საფუძველზე. 

     რეგისტრაციის დროს მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს:

ერთი ფოტო,    დაბადების მოწმობის ასლი,   ერთ-ერთი მშობლის  პირადობის  მოწმობის ასლი.

ტელ: 2 95 30 53 / 2 94 25 40

გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა # 42

  • facebook

        საიტზე მიმდინარეობს                    ინფორმაციის განახლება!

©2020 ჩვენი სკოლა

bottom of page