შესავალი
პროგრამის სახელწოდება: დაწყებითი საფეხურის კურიკულუმი
პროგრამის განხორციელების ენა: სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
კლასები: დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს.
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, ჩუბინაშვილის ქ. 42
დაწყებით საფეხურზე სკოლა უზრუნველყოფს:
ა) ფუნდამენტური აკადემიური უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობას;
ბ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, პოზიტიური აკადემიური თვითკონცეფციის (საკუთარი თავის, როგორც მსწავლელის, აღქმა) ჩამოყალიბებას და მოსწავლის მომზადებას საბაზო საფეხურისთვის.
2024-2025 სასწავლო წლის კალენდარი და განრიგი
1. სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტრს. სასწავლო წელს ორ სემესტრად ყოფს ზამთრის არდადეგები.
2. 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების თარიღია: 2024 წლის 16 სექტემბერი, ხოლო დასრულების - 2024 წლის 13 ივნისი. გარდა პირველი კლასისა, რომელიც ასრულებს 27 მაისს.
3. 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი მთავრდება 2024 წლის 30 დეკემბერს. მეორე სემესტრი იწყება 2025 წლის 15 იანვარს;
არდადეგები
30.12.2024 - 14.01.2025 - ზამთრის არდადეგები
08.03.2025 - 14.03.2025 - საგაზაფხულო არდადეგები
4. სასწავლო კვირა ხუთდღიანია.
5. I-VI კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა 40 წუთია;
გაკვეთილების განრიგი (დღის რეჟიმი)

მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების სისტემა
შეფასების მიზანი
მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა. შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. შეფასების პროცესში მოსწავლე განიხილება ცნობისმოყვარე, საკუთარი ინტერესების, ხასიათისა და გამოცდილებების მქონე ინდივიდად, რომელსაც უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი არეალი მოქმედებისა და უკუკავშირისთვის.
მოსწავლის შეფასების ამოცანები
მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
ა) მოსწავლის მიღწევების დიაგნოსტირება მისი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;
ბ) მოსწავლის მიღწევების / სწავლის პროგრესის ამსახველი პროფილის შექმნა;
გ) მონაცემების შექმნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შეფასება დაუკავშირდეს არა მხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
განმავითარებელი შეფასება:
ა) აჩვენებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას/პროგრესს;
ბ) ქმნის მხარდაჭერის მექანიზმს მოსწავლის პიროვნული პოტენციალის რეალიზებისთვის. მოსწავლე განმავითარებელი შეფასების აქტიური მონაწილეა და ჩართულია შეფასებისთვის რელევანტური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში.
განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით. განმსაზღვრელი შეფასება უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის პოზიტიური თვითშეფასების ჩამოყალიბებას.
I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, ხოლო V კლასის მეორე სემესტრსა და VI კლასში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.
მე-5 კლასის მე-2 სემესტრსა და VI კლასში განმსაზღვრელი შეფასებით ფასდება საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალება.
მასწავლებლის მიერ 10 ქულაზე მეტი შეფასების რუბრიკის გამოყენების შემთხვევაში, კონვერტირება უნდა მოხდეს 10 ბალიან სისტემაში, შემდეგი პრინციპით: მიღებული ქულა უნდა გამრავლდეს 10-ზე და გაიყოს მაქსიმალურ ქულაზე (მაგ. თუ შეფასების რუბრიკა არის 75 ქულიანი და მოსწავლემ მიიღო 55 ქულა, ქულის კონვერტაცია ხდება შემდგი სახით: (55*10:75=7,3=7). მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით.
სკოლის მიერ (დანართი 1.2-ით) განსაზღვრულია შემაჯამებელი დავალების რაოდენობები.
შემაჯამებელი დავალების კომპონენტში განმსაზღვრელ შეფასებასთან ერთად შესაძლებელია განმავითარებელი შეფასების გამოყენებაც.
შემაჯამებელი დავალების ფორმები შეიძლება იყოს - ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია, სავარჯიშოების შესრულება, ექსპერიმენტი, დისკუსია, ნახატი და სხვა.
მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება. გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება აღდგენითი შემაჯამებელი დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს ინდივიდუალური ან ჯგუფური გრაფიკის მიხედვით, გაკვეთილების შემდეგ.
შემაჯამებელი დავალების აღდგენა მოხდება სემესტრის დასრულებამდე ან მობილობის შემთხვევაში, სკოლის მიერ ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.
იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე არ აღადგენს გაცდენილ შემაჯამებელი დავალებას, სემესტრული ქულა გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპით: მოსწავლის მიერ დაწერილი შემაჯამებელი დავალებების ჯამი გაიყოფა სემესტრის დასაწყისში საგნისათვის განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობაზე, რაც გამოიწვევს სემესტრული ქულის დადაბლებას.
მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ოთხი დონის მიხედვით:

არადიფერენცირებული შეფასება (ჩათვლა) გამოიყენება სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში,
განმსაზღვრელი შეფასების სახეობები
სკოლაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეები:
ა) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში; სემესტრული ქულა გამოითვლება მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; სემესტრული ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით. სემესტრული ქულა შეიძლება ამაღლდეს გამოცდის საფუძველზე.
ბ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიური ქულა გამოითვლება საგნის სემესტრის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;
გ) საგნის საფეხურის ქულა - საფეხურის განმავლობაში თითოეულ კლასში მიღებული საგნის წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული;
დ) საფეხურის ქულა გამოითვლება საგნების საფეხურის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით.
კლასის დაძლევა
1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5 ან მეტი და არადიფერენცირებული შეფასების შემთხვევაში მოსწავლეს მიღებული აქვს "ჩათვლა". დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია.
2. მოსწავლის მობილობის შემთხვევაში თუ გამშვებ სკოლაში არ ისწავლებოდა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგანი, სკოლა უზრუნველყოფს აღნიშნულ საგანში ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას, რომლის საფუძველზეც მოხდება სემესტრული/წლიური ქულის გამოყვანა.
3. სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, თუ მოსწავლეს საფეხურის მანძილზე რომელიმე კლასში კონკრეტულ საგანში მიღებული აქვს 5.0-ზე დაბალი შეფასება, მაგრამ საფეხურის ბოლო კლასში მოსწავლეს ამავე საგანში წლიურ ქულად აქვს 5.0 ან მეტი, ის ჩაითვლება საფეხურის ქულად ამ საგანში.
4. საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი.
შეფასება და გაცდენები
1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება ელექტრონულ ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი
გამოცდის ტიპები
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, 2024-2025 სასწავლო წელს სკოლაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:
❖ საშემოდგომო გამოცდა;
❖ ექსტერნატის გამოცდა;
❖ სემესტრული ქულის ამაღლების გამოცდა;
❖ წლიური გამოცდა
საშემოდგომო გამოცდა და რემედიაციის პროგრამა
1. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა იქნება 5-ზე ნაკლები, სკოლა დაუნიშნავს საშემოდგომო გამოცდას ამ საგანში;
2. საშემოდგომო გამოცდის დანიშვნის შემთხვევაში სკოლა ქმნის რემედიაციის პროგრამას თითოეული მოსწავლისათვის. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გონივრული ვადა რემედიაციის პროგრამის დაძლევისთვის.
3. რემედიაციის პროგრამაში ჩართული მოსწავლის მობილობის შემთხვევაში, მიმღები სკოლა მოსწავლეს რიცხავს ასაკის შესაბამის კლასში და უზრუნველყოფს რემედიაციის გზით საგნის/საგნების დაძლევას.
4. რემედიაციის პროგრამა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით სკოლა სთავაზობს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.
5. საშემოდგომო გამოცდაზე მიღებული ქულა ხდება საგნის წლიური ქულა;
6. სკოლაში საშემოდგომო გამოცდები ჩატარდება წერილობითი ფორმით შემდეგი სასწავლო წლის დაწყებამდე.
ექსტერნატის ფორმით გამოცდა
ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;
სემესტრული ქულის ამაღლების გამოცდა
1. სემესტრული ქულის ამაღლების გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.
2. სემესტრული ქულის ამაღლების გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნება დასაბუთებული.
3. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
4. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ნიშანი გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.
5. პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა - სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
წლიური გამოცდა
წლიური გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

წლიური გამოცდაზე მიღებული შეფასებას გავლენა აქვს შეფასებაზე, კერძოდ, წლიურ გამოცდაზე მიღებულ ქულას ემატება სემესტრული ქულების ჯამს.
დიაგნოსტიკური წერები
2024–2025 სასწავლო წელს სკოლაში VI კლასში წელიწადში ერთხელ (დეკემბრის თვეში) დაგეგმილია დიაგნოსტიკური წერების ჩატარება ისეთ საგნებში, როგორიცაა:
1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. მათემატიკა;
3. ინგლისური ენა;
4. მეოთხე საგანი განისაზღვრება კათედრებთან შეთანხმებით
თუ დიაგნოსტიკური წერის დასრულების შემდეგ თუ აღმოჩნდა, რომ მოსწავლეს ესაჭიროება დამატებითი მუშაობა, სკოლის ორგანიზებით, 1 თვის განმავლობაში ჩაუტარდება დამატებითი მეცადინეობები, რის შემდეგაც მოსწავლემ განმეორებით უნდა წეროს განმეორებითი დიაგნოსტიკური წერა.
დიაგნოსტიკური წერის მიზანია ცოდნის დონის დიაგნოსტირება, პრობლემის აღმოჩენა და გასაუმჯობესებელი გზების ძიება. დიაგნოსტიკური წერები გავლენას არ ახდენს მოსწავლის შეფასებაზე.
შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვის ვადა
სკოლა უზრუნველყოფს შეფასებასთან დაკავშირებული მონაცემების/ინფორმაციის/მტკიცებულებების სათანადო აღრიცხვასა და შენახვას არანაკლებ 3 წლის ვადით.
საათობრივი ბადე
მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, სკოლას შედგენილი აქვს დასწრებითი სწავლების სასკოლო საათობრივი ბადე, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეთა კვირეული დატვირთვის ოდენობას კლასების, სემესტრების და საგნების მიხედვით.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მო მსახურება
„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლას შეუძლია, საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების ფარგლებში, შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება. ასეთი სახის მომსახურება შესაძლებელია სკოლამ შესთავაზოს მოსწავლეს, როგორც უფასო, ისე ფასიანი მომსახურების სახით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება შეიძლება იყოს მოსწავლისთვის შეთავაზებული ფაკულტატური ან სავალდებულო საგნის სახით.
სკოლის პოლიტიკიდან გამომდინარე, ძირითადი საგნების შესწავლასთან ერთად, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიღება, მოსწავლეების განვითარება კულტურული, სპორტული და სხვა მიმართულებებით. სკოლის სურვილია მოსწავლეებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო მომსახურება მიიღონ ადგილზე. ზემოთ აღნიშნული დამატებითი მომსახურების შეთავაზება მოხდა სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით. აგრეთვე გათვალისწინებულია მშობელთა ინტერესებიც.
სკოლის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, 2024-2025 სასწავლო წელს სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს:
1. ჭადრაკის წრე I-V კლასები
2. გახანგრძლივებული სწავლება I-V კლასები
ჭადრაკის წრე
ჭადრაკის სწავლების მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში თამაშის წესების, მისი ცალკეული სტადიებისა და მათი გათამაშების პრინციპების პრაქტიკაში გამოყენების, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას. მეწყვილესთან დამაშის დროს ეთიკის ნორმების დაცვის დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
აღნიშნული წრის მუშაობის შედგეად ხდება მოსწავლეების სტრატეგიული აზროვნების ხელშეწყობა, მათში დაკვირვებისა და მოთმინების უნარების განვითარება. წრე გულისხმობს ჭადრაკის თამაშის შესწავლას, საჭადრაკო წესებსა და საჭადრაკო პარტიის ჩატარებას. მოსწავლეები შეისწავლიან საჭადრაკო ფიგურების თავისებურებებს, ნებადართულ სვლებს, სხვადასხვა სათამაშო სტრატეგიებს.
წრეში მონაწილეობის შედეგად მოსწავლეს ეცოდინება ყველა საჭადრაკო სვლა და ტერმინი, დებიუტის გათამაშების წესები, ორმაგი მუქარა, გახსნილი და ორმაგი ქიში, საჭადრაკო ტურნირზე მოქცევის წესები, საჭადრაკო პარტიის ჩაჭერა-კომენტარი და სხვა.
წრეში მუშაობა მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად. დავალებების შესრულებით ან/და უშუალოდ საჭადრაკო პარტიისას მითითებების მიცემით, დაშვებული შეცდომების ანალიზითა და გამოსწორების გზების ჩვენებით.
გახანგრძლივებული სწავლება